სერვიზები

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს წარმოადგენს მთიულეთი. სწორედ აქ, საქართველოს სამხედრო გზის 90-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის პირას მდებარეობს ცადაზიდულ მთებში ჩაფლული სასტუმრო “ქვეშეთი”. სასტუმროს შემდეგ 10-15 წუთის სავალ გზაზე კი პოპულარული სამთო სათხილამურო კურორტი გუდაური.

ქვეშეთში” ჩამოსვლისას თქვენ დაგხვდებათ მყუდრო გარემო, მაღალკვალიფიციური მომსახურება და უგემრიელესი მენიუ, სასტუმროს განკარგულებაშია 14 კომფორტულად მოწყობილი ოთახი და 60 კაციანი საკონფერენციო დარბაზი.

გუდაურის საბაგირომდე ტრანსპორტირება შედის ნომრის საფასურში.

სასტუმროს შემუშავებული აქვს მრავალი გასართობი პროგრამა, რომელიც საინტერესო იქნება, როგორც როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუმრებისათვის.

რაფტინგი
თევზაობა
ცხენოსნობა
ლაშქრობა

ექსკურსიები ძველი ცივილიზაციის ნაკვალევზე, ფოტო-ვიდეო ნადირობა, მონაწილეობა ქართულ ხალხურ დღესასწაულებში, სეირნობა, მინერალური სამკურნალო წყლები, მოქმედი ეკლესია -მონასტრები, შეუდარებელი ხადას ხეობა 60-მდე ციხე-კოშკით, ნასოფლარებით.

სონჩოს ხეობა – დღემდე შემორჩენილი ბანიანი სახლებით, ასვლა ყელის ტბაზე, ლომისის მთაზე, სადაც ლომისის ეკლესიაა. თვალწარმტაცი გადმოსახედი, როგორც ქსნის ასევე არაგვის ხეობაზე, მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების ფონზე უმშვენიერესი ალპური ყვავილები, წინაპართა ნაკვალევზე გავლა, და თითოეულ ციხე-კოშკზე ლეგენდების მოსმენა თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.